Wednesday, August 10, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 3

იეეე, მოვედ.
დილით გარკვეული მიზეზების გამო მანქანით არ წავედი სამსახურში და ფეხით ჩავირბინე (+)

დღე 3.
მენიუ: ყავა, ბოსტნეულის სუპი, ცოოტა ბულიონი (რომლისგანაც მუცელი ამტკივდა :დ) სალათა კიტრზ/პომიდორზ, 1 კატლეტი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა,  წყალი, წყალი, წყალი. ისევ ვუყურებ საზამთროს, რა ვქნა.
ვარჯიში: 35 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 2264 ნაბიჯი, 127 კალი :დ


ნამცხვარი კი მიყვარს, მაგრამ ისე არა, რომ თავი გავიგიჟო და ძალიან მომინდეს.
ეს 3 დღეა ეშმაკი მექაჩება, გულის წასვლამდე მინდა ნამცხვარი :დ
ჰო, სხვათაშორის, რაღაც თავისით გამოდის, რომ გაცილებით ნაკლებს ვეწევი, უბრალოდ, აღარ მსიამოვნებს ხოლმე, ნახევარ ღერამდე ჩავალ და ვაგდებ.
ბაბაი :)
 უი, ჰო, სასწორი მომიტანეს, ავიწონე დაააა არაფერი, მერე დავწერ თუ რამდენი დავიკელი :პ

5 comments:

  1. კაია, მოწევსაც გადაეჩვევი :* :))

    ReplyDelete
  2. @Rode

    აჰა,დალევასაც :დ

    ReplyDelete
  3. პპც საღოლ ჯერ რა შემართული თუ შემართებული ხარ : ) მაგრამ გეუბნები ფიზიკური აქტივობა ცოტაა ცოოტაა : )))

    ReplyDelete
  4. 5 დღის განმავლობაში ჭამ მხოლოდ საზამთროს, ოხრად, ჩასკდომამდე, შეიძლება უშარო ყავაც, 5 დღის შემდეგ აღარ გშია , იმის ნახევარს ძლივს ჭამ, რასაც ადრე ჭამდი, საღამოსაც აღარ გშივდება, თუ მოგშივა, კეფირი განაყრებს, ჭამ ყვეფერს, ცომეულის გარდა. შედეგი: რომ მნახავ, მიხვდები

    ReplyDelete
  5. @LuX

    ასე იქმნი ალკოჰილიკის იმიჯს.

    ReplyDelete