Showing posts with label ვარჯიში. Show all posts
Showing posts with label ვარჯიში. Show all posts

Wednesday, August 10, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 3

იეეე, მოვედ.
დილით გარკვეული მიზეზების გამო მანქანით არ წავედი სამსახურში და ფეხით ჩავირბინე (+)

დღე 3.
მენიუ: ყავა, ბოსტნეულის სუპი, ცოოტა ბულიონი (რომლისგანაც მუცელი ამტკივდა :დ) სალათა კიტრზ/პომიდორზ, 1 კატლეტი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა,  წყალი, წყალი, წყალი. ისევ ვუყურებ საზამთროს, რა ვქნა.
ვარჯიში: 35 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 2264 ნაბიჯი, 127 კალი :დ


ნამცხვარი კი მიყვარს, მაგრამ ისე არა, რომ თავი გავიგიჟო და ძალიან მომინდეს.
ეს 3 დღეა ეშმაკი მექაჩება, გულის წასვლამდე მინდა ნამცხვარი :დ
ჰო, სხვათაშორის, რაღაც თავისით გამოდის, რომ გაცილებით ნაკლებს ვეწევი, უბრალოდ, აღარ მსიამოვნებს ხოლმე, ნახევარ ღერამდე ჩავალ და ვაგდებ.
ბაბაი :)
 უი, ჰო, სასწორი მომიტანეს, ავიწონე დაააა არაფერი, მერე დავწერ თუ რამდენი დავიკელი :პ

Tuesday, August 9, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 2

ჰი
ზურგის კუნთები მტკიოდა მთელი დღე :[ უფრო სწორად, წელის. მოკლედ, საშინლად ამოვარდნილი ვარ ნი ტო შტო სირბილიდან, სიარულიდანაც :პ
დღეს გადავწყვიტე  ნაკლები მეჯოგებინა და ჯერ-ჯერობით მეტი სწრაფად მევლო, რომ მივეჩვიო.

დღე 2.
მენიუ: ყავა, აკროშკა,  სალათას ფურცლები/მოხარშული ქათამი,  3 ნაჭერი ყველი, ყავა, მწვანე ჩაი, წყალი, წყალი, წყალი. ვუყურებ საზამთროს :პ
ვარჯიში: 32 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 1266 ნაბიჯი, 71 კკალ


შემპირდნენ, ხვალ სასწორიც მექნება  ^_^