Thursday, March 17, 2011

Записки cумасшедшего. ნაწ. I

ჰოოო...
ზოგადად, ბავშვობიდან სულების და მოჩვენებების და ეგეთების არ მეშინოდა. ვერ ვიტვყი, არ მჯეროდა მეთქი - მჯეროდა, მაგრამ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორს არის და დაცული ვარ. ასე ბედნიერად ვცხოვრობდი მანამ, სანამ პირადად არ გამოვცადე რაღაც, რასაც არ აქვს არანაირი რაციონალური ახსნა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი).
პრინციპში, ჩემი გამოცდილება დაიწყო ძალიან ბანალურად - "თეფშის ტრიალით". თვითონ პროცესსზე აღარ დავიწყებ მოყოლას, ბევრისთვის  ისედაც ცნობილია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მთელი ღამე ოთახში "სინათლის სვეტი" გაჩერებულიყო, ჩემი სახე თავის ქალის ფორმების მოხაზულობით ანათებდა, ეს ყველაფერი დააგვირგვინა მანსარდაში ხანძარმა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ იმ სახლში.
მაგრამ, ახლა სხვა მოვლენებზე მინდა მოგიყვეთ.
2000-2004 წლებში ვსწავლობდი თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში (უცხოენების არა, სხვა რაღაც იყო :დ). სწავლის დაწყებიდანვე ძალიან დავუმეგობდით ერთმანეთს კურსელებმა, ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ერთ-ერთ კურსელს ჰქონდა(და ალბათ აქვს ახლაც) ე.წ. დაჩა შიდა ქართლში, რკონთან ახლოს, სოფელი ჩაჩუბეთის მიდამოებში. დაახლოებით სურათზე მონიშნულ ადგილასაა. დებილ გუგლ რუკებზე უფრო დეტალური რუკა ჰქონია ბინგს, სხვათაშორის :)

(გასადიდებლად დააწკაპუნეთ)
პირველად 2002 წელს წავედით 3 დღით, ივლისში, ექვსნი. მარშრუტი შემდეგია: თბილისიდან კასპამდე ელეკტრიჩკით, შემდეგ ”მარშრუტკა” ერთაწმინდამდე და 14 კილომეტრი მთებში ფეხით ჩაჩუბეთამდე. საზოგადო ტრანსპორტი არ დადის, თუმცა, გზაში შეიძლება ვინმეს ჩაუხტე, შეიძლება ვერ. ჩვენ არ გვიმართლებდა ხოლმე :)
მოკლედ, ჩავედით. კურსელის ორსართულიანი სახლი ყველაზე ბოლოა რიგში, სახლთან კი იწყება მდინარესთან ჩასასვლელი ბილიკი. აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ფანჯარაში შუშა ჩამტვრეული იყო, პირველ სართულზე კი ბედნიერად ცხოვრობდა ძროხების ჯგრო. გადავწყვიტეთ ბოლოს წინა სახლში გავჩერებულიყავით, მაგრამ იქ საწოლები არ იყო და ამ სახლიდან გადატანა დავიწყეთ. ბოლო საწოლი დაშლილი და ჭერზე იყო შეგდებული. ავედით ჭერზე და ვხედავთ - ცენტრში ჩამოკიდებულია თოკი და ამ თოკზე ჩამოკიდებულია თოჯინა, თვალები ახელილი აქვს და გვიყურებს.




თოჯინა მომეწონა, ჩამოვხსენი, შევკვეხე საწოლის რაღაც რკინების შორის, ეს ნაწილები გარეთ გავიტანეთ და ავაწყეთ საწოლი. რომ მიგვქონდა, მომეჩვენა, რომ თოჯინამ თავი მიაბრუნა ჩემი კურსელისკენ, ვუთხარი, თავი მოაბრუნა და გიყურებს მეთქი. არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია მოყვებოდა ჩემს ნათქვამს - დაიხავლა და დააგდო საწოლი - მეც დავინახეო და მეგონა მომეჩვენაო :)
როგორღაც მივიტანეთ ეს ყველაფერი, დავდგით. საღამოს კოცონი დავანთეთ და დავადგით ქვაბი, კარტოფილის მოსახარშად. ის თოჯინა სულ თან დამქონდა :D აი, ისიც, სხვათაშორის.

გადავარჩინე მეთქი, ვამბობდი, და ახლა სურვილებს ამისრულებს :)
მოკლედ, ღამე წესიერად ვერ დავიძინეთ, ტყიდან ხან  ხმები გვესმოდა, ხან გველანდებოდა რაღაც. დავიძინეთ გამთენიისას.
მეორე დღეს კი დილით ეს ჩემი თოჯინა ცეცხლში ჩაუგდიათ და დაწვეს :S რომ გავიღვიძე და გავედი გარეთ, მხოლოდ თითებიღა იყო დარჩენილი.
საღამოს ისევ კოცონი, კარტოფილი და არაყი კანისტრით :D ღამე ისევ ხმები, ხმაურები, სიმღერები და კვნესები, პლიუს ეს თოჯინა ელანდებოდა თითქმის ყველას. გადავირიე - რა ხდება მეთქი გარშემო, იმდენად მიყრუებული ადგილია, აშკარად რაღაც არანორმალური იყო.
მესამე დღეს ავდექით, ავიბარგეთ და  წავედით თბილისში.

დალშეეეე... :)
იმდენად მოგვეწონა ეს ცივილიზაციისგან მოწყვეტილობა, რომ გადავწყვიტეთ ზამთარშიც წავსულიყავით. ე.ი., წავედით 6 ბიჭი და ერთი "გოგო". ბრჭყალებში იმიტომ, რომ ნუ იმიტომ :)) ყვერებიანი ქალი.  ამჯერად შევსახლდით მესამე სახლში, რომელიც წარმოადგენდა ერთ ოთახს, რომლის მეორე ნახევარში იყო მოწყობილი "მეორე სართული" - საძინებელი თაროები. ამ თაროების შუაში ჩავაყენეთ ძველი კარი, ამ ყველაფერს გადავაფარეთ მატრასები და 4 კაცს ეძინა ამ "ვიპ"-ში :) გვქონდა შეშის ფეჩი, 1 სართულზე 3 საწოლი და პატარა მაგიდა და სკამები. მოვეწყეთ ძალიან კარგად.

წინა ჩამოსვლის ამბავი არც გაგვხსენებია.
მეორე დღეს ფეხით წავედით რკონში - თოვლი მუხლებამდე, მთები, კურდღლები - ზღაპარი! :) ამასობაში გავიცანით სოფლის მობინადრე ახალგაზრდა - გოჩა, რომელიც ცხენზე ამხედრებულმა დასდევდა კურდღლებს თოფით. მოკლედ, რკონში ძალიან კარგი დრო ვატარეთ. უკანა გზაზე სახლებიდან შემოგვძახა ვიღაცამ - მობრძანდით, ალბათ გშიათ, გწყურიათ და ა.შ. იქედან სიბნელეში და თოვლში ვიარეთ 6 კილომეტრი 2 საათის განმავლობაში, მაგრამ, სულ გვეკიდა :) არა და გოჩა გვაფრთხილებდა მგლები დარბიანო :შიში:
მესამე დღეს მასობრივად ვმკურნალობდით ჩაით და ძილით. გადაუღებლად თოვდა, ჩვენ კი შინ ვისხედით და ვერთობოდით.
ა, რისი თქმა დამავიწყდა, ფილტრიანი სიგარეტი გაგვითავდა მეორე დღესვე და სოფელში ვიყიდეთ ერთი ბლოკი ასტრა და ვყარდით, ვოტ. ასევე, გოჩამ რატომღაც გვიამბო, რომ ამ ადგილზე ძალიან ბევრი ბრძოლა იყოო და მოუსვენარი სულები რაღაცაო O_o
დაღამდა, ჩავწექით. ყველას მალევე დაეძინა. მე და ჩემი მეგობარი ვიწექით მეორე სართულზე, ფორტოჩკასთან და ვეწეოდით. ბოლო ნაპასების შემდეგ გამოვაღეთ ეს ფორტოჩკა ბიჩოკების გადასაგდებ და გვესმის - სახლთან ვიღაც დადის! თოვლი ჭრაჭუნობს ნაბიჯებისგან, ბუჩქს გამოედო, და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობს! ის ძმაკაცი ნახევრად მელოტი იყო, მაგრამ, ცხოვრებაში პირველად ჩემი თვალით დავინახე, როგორ დგება თმა ყალყზე. მე იმდენად დავიბენი და შემეშინდა, რომ ლაპარაკის უნარი დავკარგე და ვწკმუტუნებდი. ასე გაგრძელდა სადღაც 5 წამი, აშკარად აგრძელებდა ბოდიალს, თან უახლოვდებოდა სახლს. გვერდზე მწოლიარეს ფეხი ვატაკე და გავაღვიძე. რომ დაგვინახა, თვითონ ლამის ჩაიფსა, იმდენად უფერული სახეები და დიდი თვალები გვქონდა. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და ვიყვირე "ვვვვღაცაააააააარის!" ყველამ გაიღვიძა, ოპერატიულად გავცვივდით გარეთ ფანრებით, ცულებით და კომბლებით.

დანარჩენი მერე :)

10 comments:

  1. LUX, total respect for this! Gosh...I do remember those times....:)

    ReplyDelete
  2. :D Yeah, man ))))

    ReplyDelete
  3. Кирпичи... I remember this story was told many many times, though when I was there nothing happened... unfortunately (or fortunately?)

    ReplyDelete
  4. Rom, definitely, unfortunately :D

    ReplyDelete
  5. oo ra legvi xar!! movemzade bolomde casakitxad da damtavrda!! fuf!!
    droze daidos ambavi ra uqenit gochas romelic saxlis garshemo dabodialobda ^^

    ReplyDelete
  6. ლილი, გოჩა არ დაბოდიალობდა :დ

    ReplyDelete
  7. მეც მჯერა ესეთების :))
    დასასრული მაინტერესებს ;))

    ReplyDelete
  8. eh arada gocha uxdeba istorias :D rpmelsac eseni shuashi gaxlechen najaxit :D

    ReplyDelete
  9. თოჯინის თითებიც უნდა დაგეწვათ, თან მარილი უნდა მოგეყარათ

    ReplyDelete
  10. უი, ეს პოსტი ახლა ვნახე :))
    ლუქს, თოჯინის თითები (რომელიც არ დაიწვა) დარბოდა სახლის გარშემო?
    აუ მე მეშინია ეგეთი რაღაცეების.
    არადა, რომ მკითხო არ მჯერა :დ

    ReplyDelete