Tuesday, November 8, 2011

სტუკა :დ

Custom domain-იც გამიუქმდა აქ, ჯანდაბას წაუღია :დ

Friday, August 19, 2011

გახდომის 10 დღე - Mission Accomplished

ვერ მოვიცალე და ჰა :შ

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ვჭამდი ბოსტნეულს და ხილს, ყველს და სუპებს :დ დავრბოდი და დავდიოდი, დაახლოებით საათი და 30 წუთი (“10 000 ნაბიჯი =] ). მშია სულ, ახლაც, დილითაც, საშინლად მინდა ტკბილეული :დ ალბათ, გადამივლის მაინც.

ახლა მთავარი - შედეგი. 10 დღეში - მინუს 3 კილოგრამი და შედარებით კარგი ფიზიკური მდგომარეობა, ნაკლები სიგარეტი.
კარგია ეს ყველაფერი, გაიზ ;)

Saturday, August 13, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 6

oh hai.

 დღე 5.
მენიუ: დღეს დავლიე კეფირი, ვსიო :დ ახლა სტაფილოს და ბულგარულს ვჭამ
ვარჯიში: walked 5,769 steps on 8/13/2011, 9:06 PM in 64 minutes. :დ


ბტწ, მინუს 2 კილო :P

Friday, August 12, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 5

ვინანე, რომ გარშემო ყველამ იცის, რომ გახდომას ვცდილობ. ვისაც არ ეზარება, მაძლევს რჩევებს, პირში მიყურებს კივილით "ეს არის დიეტაა? ხორცს რატომ ჭამ???" და ამისთანები. ჩუმად უნდა გამეკეთებინა.
 დღე 5.
მენიუ: ყავა, მჟავუნას სუპი, ფარშირებული ბადრიჯანი, კიტრზ/პომიდორზ, მჭადი და ყველი. ყავები და წყალი, ბუნებრივია.
ვარჯიში: 49 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 2,611 ნაბიჯი, 147ისა.
 
კარგად ბრძანდებოდეთ :პ

Thursday, August 11, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 4

დღეს ცოტა გვიან მომიწია გაცუნცულება :)

დღე 4.
მენიუ: ყავა, სუპი,  სალათა მაიონეზით :ცრყ:  3 ნაჭერი ყველი, მჭადი, 1 ნაჭერი ხორცი, წყალი, წყალი, წყალი, ყავაააააააა. საზამთრო ისევ ცვეტშია :დ
ვარჯიში: 41 წუთი ჯოგინგი, შესვენებებით, დღეს არ მივლია, პატარა ვორმ-აპი გავაკეთე უბრალოდ, 1915 ნაბიჯი, 107 კკალ :)

მეტის დრო რომ მქონდეს, ვიზამდი :/

Wednesday, August 10, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 3

იეეე, მოვედ.
დილით გარკვეული მიზეზების გამო მანქანით არ წავედი სამსახურში და ფეხით ჩავირბინე (+)

დღე 3.
მენიუ: ყავა, ბოსტნეულის სუპი, ცოოტა ბულიონი (რომლისგანაც მუცელი ამტკივდა :დ) სალათა კიტრზ/პომიდორზ, 1 კატლეტი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა,  წყალი, წყალი, წყალი. ისევ ვუყურებ საზამთროს, რა ვქნა.
ვარჯიში: 35 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 2264 ნაბიჯი, 127 კალი :დ


ნამცხვარი კი მიყვარს, მაგრამ ისე არა, რომ თავი გავიგიჟო და ძალიან მომინდეს.
ეს 3 დღეა ეშმაკი მექაჩება, გულის წასვლამდე მინდა ნამცხვარი :დ
ჰო, სხვათაშორის, რაღაც თავისით გამოდის, რომ გაცილებით ნაკლებს ვეწევი, უბრალოდ, აღარ მსიამოვნებს ხოლმე, ნახევარ ღერამდე ჩავალ და ვაგდებ.
ბაბაი :)
 უი, ჰო, სასწორი მომიტანეს, ავიწონე დაააა არაფერი, მერე დავწერ თუ რამდენი დავიკელი :პ

Tuesday, August 9, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 2

ჰი
ზურგის კუნთები მტკიოდა მთელი დღე :[ უფრო სწორად, წელის. მოკლედ, საშინლად ამოვარდნილი ვარ ნი ტო შტო სირბილიდან, სიარულიდანაც :პ
დღეს გადავწყვიტე  ნაკლები მეჯოგებინა და ჯერ-ჯერობით მეტი სწრაფად მევლო, რომ მივეჩვიო.

დღე 2.
მენიუ: ყავა, აკროშკა,  სალათას ფურცლები/მოხარშული ქათამი,  3 ნაჭერი ყველი, ყავა, მწვანე ჩაი, წყალი, წყალი, წყალი. ვუყურებ საზამთროს :პ
ვარჯიში: 32 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 1266 ნაბიჯი, 71 კკალ


შემპირდნენ, ხვალ სასწორიც მექნება  ^_^

Monday, August 8, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 1

ორშაფათი. დილით, როგორც ყოველთვის, თავი ძლივს ავწიე, სამახურში მივედი, ყავა ჩავისხი, მაცივრიდან გამოვიღე ბარяმბოს ესკიმო და პირში ჩავიდე, პარალელურად ვათვალიერედბი ჩემი დის ქორწილის სურათებს, რომელშიც შაბათს ვიქეიფეთ. ერთ-ერთ სურათში ვზივარ, აი, ნუ, დედა ღორი. ნაყინი ჩავაგდე ნაგვის ურნაში, ყავას უშაქროდ ვსვამ, მადლობა ზეცას.
დავიგრუზე, დავითრგუნე და დავიბოღმე ყველა ჩემ გამხდარ თანამშრომელზე.

გამახსენდა, რომ აიპოდში მაქვს აპლიკაცია - პედომეტრი, რომელიც ითვლის ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს, დისტანციას და ა.შ. ჰოდა აქ გადავწყვიტე რამე მეღონა ჩემ ფორმებთან დაკავშირებით.

Here goes nothing - 10 დღე საცდელი პერიოდი. სხვათაშორის, აიპოდის აპლიკაცია ნაიკის მხარდაჭერითაა შექმნილი, შედეგები და სტატისტიკა თავსდება ნაიკისვე საიტზე, ყველაფერი გრაფიკულად, ლამაზად და გასაგებად არის ასახული.
ამავე საიტზე არის რჩევები დონეების მიხედვით - დამწყები, საშუალო, ექპერტი და ეტ სეტერა.
მოკლედ და კონკრეტულად.

დღე 1.
მენიუ: ყავა,  სალათა კიტრი/პომიდორი, 1 მჭადი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა, მწვანე ჩაი, წყალი, წყალი, წყალი, საზამთრო.  დღეს კიდევ ერთ ჩაის ვაპირებ :)
ვარჯიში: 20 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 1147 ნაბიჯი, 64 კკალ (რა ცოტაა, ბლია :(

ჰოო, ვინაიდან სასწორი მე არ მაქვს, ხვალ ავიწონი სადმე და ციფრებშიც მეცოდინება ეს ყველაფერი.

წარმატებებს მისურვებთ, მესმის, მადლობა :დ

გახდომის 10 დღე - Challenge accepted

ჩემი ერთ-ერთი უკანასკნელი სურათის, სადაც ვგავარ ნუპაგაძის ღორს, ნახვის შემდეგ, რამე უნდა ვიმოქმედო. პირველ ეტაპზე გადავწყვიტე 10 დღით შემოფარგლება, პროექტის სახით, ლოლ.
მაშასადამე,  დღეს სირბილს ვიწყებ და მოგვიანებით დავწერ ყველაფერს.
რომ არ ვწერო, არაფერსაც არ გავაკეთებ :დ