ორშაფათი. დილით, როგორც ყოველთვის, თავი ძლივს ავწიე, სამახურში მივედი, ყავა ჩავისხი, მაცივრიდან გამოვიღე ბარяმბოს ესკიმო და პირში ჩავიდე, პარალელურად ვათვალიერედბი ჩემი დის ქორწილის სურათებს, რომელშიც შაბათს ვიქეიფეთ. ერთ-ერთ სურათში ვზივარ, აი, ნუ, დედა ღორი. ნაყინი ჩავაგდე ნაგვის ურნაში, ყავას უშაქროდ ვსვამ, მადლობა ზეცას.
დავიგრუზე, დავითრგუნე და დავიბოღმე ყველა ჩემ გამხდარ თანამშრომელზე.
გამახსენდა, რომ აიპოდში მაქვს აპლიკაცია - პედომეტრი, რომელიც ითვლის ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს, დისტანციას და ა.შ. ჰოდა აქ გადავწყვიტე რამე მეღონა ჩემ ფორმებთან დაკავშირებით.
Here goes nothing - 10 დღე საცდელი პერიოდი. სხვათაშორის, აიპოდის აპლიკაცია ნაიკის მხარდაჭერითაა შექმნილი, შედეგები და სტატისტიკა თავსდება ნაიკისვე საიტზე, ყველაფერი გრაფიკულად, ლამაზად და გასაგებად არის ასახული.
ამავე საიტზე არის რჩევები დონეების მიხედვით - დამწყები, საშუალო, ექპერტი და ეტ სეტერა.
მოკლედ და კონკრეტულად.
დღე 1.
მენიუ: ყავა, სალათა კიტრი/პომიდორი, 1 მჭადი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა, მწვანე ჩაი, წყალი, წყალი, წყალი, საზამთრო. დღეს კიდევ ერთ ჩაის ვაპირებ :)
ვარჯიში: 20 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 1147 ნაბიჯი, 64 კკალ (რა ცოტაა, ბლია :(
ჰოო, ვინაიდან სასწორი მე არ მაქვს, ხვალ ავიწონი სადმე და ციფრებშიც მეცოდინება ეს ყველაფერი.
წარმატებებს მისურვებთ, მესმის, მადლობა :დ
წარმატებები :)
ReplyDeleteპირველად ვარ შენს ბლოგზე :D
ReplyDeleteაბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ.
რაც მთავარია ცოტა და ხშირად მიირთვი, ეცადე მაინც :)
მე ამ მხრივ რაღაც რეჟიმში ჩავჯექი :)
წარმატებები ლუქს!
ReplyDeleteდა ყველა დღეზე აქ რომ დაწერ, იქნებ სტიმულიც იყოს :) ჩვენ წავიკითხავთ და გაგამხნევებთ ;)
გმადლობთ, მეგობრებო :ცრემლი: :დ
ReplyDeleteდაწყება მშვენიალურია, დამთავრება შედეგიანი იქნება :))))))
ReplyDeleteპ.ს ლუქს,გინდა სასწორი?
მინდა სასწორი, კეთილო ანონიმუსო :)))
ReplyDeleteვახ ჩემეეე : ) შენ აღარ ხუმრობ ხო ლუხ? ^^
ReplyDelete