Tuesday, June 29, 2010

გამარჯობა, საჭმლის სტილისტი მინდოდა...

დღესდღეობით მარტოხელა ადამიანების თითქმის 90% და ოჯახების 50%-მდე  ნახევარფაბრიკატებს მიირთმევს. ძალიან მოსახერხებელია - 5 წუთი მიკროტალღოვან ღუმელში და მზადაა!
შეფუთვაზე ნახევარფაბრიკატები  ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, სინამდვილეში - კატლეტს უსვია თმის ლაკი, მიუსლი წებოში ტივტივებს, ხორცი შეღებილია იოდით, ლუდის რეკლამაში სარეცხი ფხვნილის ქაფია და ა.შ.

ქვემოთ მოყვანილი სურათები აღებულია საიტიდან pundo3000.com, რომელმაც  მშვენიერი კოლექცია შეაგროვა.



სარეკლამო საჭმლის სტილისტების (რა საინტერესო პროფესიაა :D) რამდენიმე საიდუმლო:
  • ნაყინი - რეკლამაში ნამდვილ ნაყინს არასოდეს იყენებენ - დნება :D იყენებენ პლასტიკურ, გელის ან სილიკონის მასას. აძლევენ საჭირო ფორმას, ფერს და ფაქტურას
  • სუპები - "პაკეტიკებიდან" სუპების რეკლამისთვის ხარშავენ ნამდვილ სუპს. მაგრამ, თუ უბრალოდ ჩამოვასხამთ თეფშში და გადავუღებთ, არ გამოვა - ინგრიდიენტები იძირება. ამიტომ, ფსკერზე დებენ გამჭვირვალე ჟელატინის ფენას, ზემოდან ასხამენ ბულიონს ან წყალს, შემდეგ კი ლამაზად ათავსებენ კომბოსტოს, ბეკონს, მწვანილს ან ზეთისხილს. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას "ვიტამინებით სავსე" ილუზია



  • ქათამი - ქათმის ბარკლები ფოტოსთვის არც შემწვარი არც მოხარშული არ გამოდგება. უმიც რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ამიტომ, ხრაკავენ სამშენებლო "ფენით", ხორცი არ დეფორმირდება და ქათამი გამოდის მოოქროსფრო, როგორიც  ფოტოსთვისაა საჭირო.

  • კატლეტი - ასხამენ თმის ლაკს. თუ კატლეტს შევწვავთ, 5 წუთში ზეთი შეიწოვება, ლაკის მეშვეობით კი საჭიროდ პრიალა კატლეტი გამოვა
  • პელმენი - პელმენებს აკეთებენ ხელით. ხორცის დამატება არ არის სასურველი, რადგან გამოჩნდება მუქი ლაქებით. რეკლამაში იყენებენ მხოლოდ ცომს და მარილს. არაჟნის მაგივრად იყენებენ "ПВА" წებოს - სქელია და ნეეეელა ისხმევა, იდეალური მასალა რეკლამისთვის.


  • ფაფა - ფაფაში ძირითადად ამატებენ ჟელატინს, ფქვილს ან კრახმალს. ამიტომაც ფაფა ასე ლამაზად გამოიყურება თავისი "ფინტიკლუშკებით"


  • ხორცი - ხორცს ოდნავ ხრაკავენ, ფერისთვის. ღებავენ იოდით, მაზუთით ან სოლიდოლით


  • სოსისები და სარდელები - უმი ან ოდნავ სამშენებლო ფენით დამუშავებული
და ბოლოს - მაკდონალდს & Сo რამდენიმე შედევრი


Bon Appétit

12 comments:

  1. vax vixalise mara zogierti foto ar chans = )
    ise ra magaria rom egre igeben fotoebs , magram magaze magari isaa rom martla jelatinebs da PVA-ebs ar gvachmeven :D jandabas vidi

    ReplyDelete
  2. ჩავასწორე ფოტოები :)

    ReplyDelete
  3. გენიალურია :D

    ReplyDelete
  4. vaime
    ras merchit
    mshioda isedac :s

    ramagaria

    ReplyDelete
  5. ძალიან კარგია მოვიხიბლე
    :)))

    ReplyDelete
  6. Anonymous6/29/2010

    omg!არა კი ვიცოდი რომ რაღაც ვერ ჰქონდათ:D

    ReplyDelete
  7. That is why I love cooking :*

    სასარგებლო პოსტია :)

    ReplyDelete
  8. ისე ქვეყანასაც გააჩნია და ნახევარფაბრიკატის ხარისხსაც.

    სხვათაშორის ლაზანიას ვყიდულობ სულ ესე ნახევრად გამზადებულს,ნამდვილად ვერ შეედრება რესტორნისას მაგრამ ზუსტად ის გამომდის რაც სურათზეა და საკმაოდ გემრიელიცაა.

    დანარჩენზე მინდა ვთქვა რომ საქართველოშიც უნდა დაინერგოს პიცების და საერთოდ ყველაფრის სახლში მიტანა, აქ არც ისე ძვირია და თან მარტო თუ ხარ ნამდვილად ეგ ჯობია მთელი ქვაბი სადილის თუხთუხს. (თუ იცი ეგეც :D )

    ReplyDelete
  9. ყველაზე ძალიან სამშენებლო ფენი მომეწონა, რა საინტერესო იქნება მაგით შებრაწვა :დ

    ისე,არასოდეს არ მიყვარდა არც ნახევარფაბრიკატების გემო და არც მაკდონალდსის საცჰმელები მიყვარს,ჩალის გემო აქვს,მარტო ფრი ვარგა :მნიამ:

    ReplyDelete
  10. nuca, საერთოდ მძულს ნახევარფაბრიკატები, ვერ ვიტან. არ ვიცი, შიგნით რა არის და ვერ ვჭამ :შ

    ReplyDelete
  11. ნახევარფაბრიკატები მგონი არავის უყვარს, მაგრამ რა ვქნა ახლა, რომ მშია, საჭმელი არაა და ქურასთან დანის მუქარითაც რომ ვერ მიმაახლოვებ? :@

    ReplyDelete
  12. ისედაც არ მიყვარს ჭამა და ამ პოსტის მერე საერთოდ ფუუუუუჰ:((

    ReplyDelete