Sunday, July 31, 2011

Записки cумасшедшего. ნაწ. II

ჰაი :) მოკლედ, გავაგრძელოთ ჩაჩუბეთის ამბები!

წინა პოსტში ნახსენები მოვლენების ნახევარიწლის შემდეგ, ზაფხულში, ისევ გადავწყვიტეთ წასვლა. ამჯერად ჯერ მეგობრები გავუშვით, ორი ბიჭი და ორი გოგჩო. ორ დღეში კი მე და ჩემი კურსელი ვაპირებდით ჩასვლას. მერე აზრი მომივიდა - ჩავსულიყავით ერთი დღით ადრე, დავმალულიყავით დაღამებამდე და შეგვეშინებინა :) ასეც გავაკეთეთ: ჩავედით, ფეხით მივედით  და მთელი დღე მდინარესთან გავატარეთ.  დაღამდა, სახლს მივუახლოვდით.

ჩაბნელებული იყო (მერე  აღმოჩნდა, რომ სტუმრად იყვნენ წასულები), შევედით, მოვაწყეთ დომხალი: ფარდები ჩამოვხიეთ, კედლებზე ტომატი წავუსვით,  ტანსაცმელი ამოვყარეთ, მაგიდაზე ფეხსაცმელი შემოვდეთ, შიგ ნაჯახი ჩავდეთ, იატაკზე წიწიბურა მოვფანტეთ და რძე გადავასხით :D მერე გავედით და მეზობლად მინგრეულ სახლში ჩავსაფრდით. თან ჭაჭას პირდაპირ კანისტრიდან ვსვამდით, ისე გვეშინოდა :))))
დაახლოებით ერთ საათში  ნაბიჯების ხმა მოგვესმა. დავიმალეთ, თითო ყლუპიც დავამატეთ და რეაქციას დაველოდეთ. დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა  და ფარნებით მოდიოდნენ. სახლში რომ შევიდნენ,   ჯერ ლანძღვა-გინება ისმოდა, შემდეგ კი შეშინებული ხმები (ალბათ კედელზე ასხმული კეტჩუპი დაინახეს). მოკლედ, დადიან, რაღაცებს ბუტბუტებდნენ, ჩვენ თავებზე თეთრი ტილოები ჩამოვიცვით, უცნაური ფორმის რკინები მოვიმარჯვეთ და  ყმუილი დავიწყეთ, მერე ხავილი და უმსგავსო ხმების გამოცემა, თან რკინებით ვარახუნებდით. სახლს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით.

მივედით, გარშემო ვტრიალებდით, ვბორგავდით და ვხმაურობდით. ცოტა ხანში დავიღალეთ და თავი მივანებეთ. სრული სიჩუმე იდგა, ფარანიც გათიშეს. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, სახლში შევსულიყავით:პირველ ოთახში არავინ დაგვხვდა, მივუბრუნდი მეორე ოთახის კარს მივუბდუნდი, ურდულს რომ დავწვდი, მეორე მხრიდან გამოიღო და....  პისტოლეტის ლულაპირდაპირ სახეში მიყურებს! გავშეშდი, გული ქუსლებში წამივიდა. ორ წამში ლულადან  ცეცხლი გამოვარდა, დავბრმავდი, დავეთხლიშე იატაკზე და მეგონა, რომ მომკლეს.
ასე მანამ ვეგდე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ ცოცხალი ვიყავი.. წამოვდექი, ჩემი მეგობარიც შოკში იყო, ძლივს მოვიდა აზრზე. დავიწყეთ ყვირილი - ჩვენ ვართ, ჩვენ! რეაქცია - ნული.  ოთახში შევედით  და ვხედავთ - ერთ-ერთი ბიჭი  მაგიდის ქვეშაა შემძვრალი, მეორე კი საწოლის ქვეშ, გვიყურებენ თეფშისხელა თვალებით და ძაგძაგებენ :დ მერე გაირკვა, რომ ერთი ცალი ტყვია იყო "ხალასტოი", დანარჩენები კი გაზის :))) ასე რომ, გადავრჩი, მინიმუმ ცხვირს მაინც ამაძრობდა, ისე ახლოს იყო.
ძლივს დავაწყნარეთ, ერთი საათი ვისმინეთ ლანძღვა-გინება. გოგონები სტუმრად დარჩნენ, და კიდევ კარგი, ვინ იცის, შეიძლება იმათ გული გასკდომოდათ საერთოდ.
დასახლების მეორე ბოლოში  "მეტალისტების" სასტავი იყო ჩამოსული, დაახლოებით 20 კაცი, ზუსტად მათთან იყვნენ სტუმრად ჩვენი მეგობრები. ჩვენც მივედით,  დავლიეთ და კარგად გავერთეთ, შემგეგ   სახლში დავბრუნდით, ისინი კი პიანკას აგრძელებდნენ.
მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ, ისევ იმ სასტავთან ავედით, ეზოში რაღაც ეგდო დამწვარი, ყურადღება არ მივაქციეთ. ჭიშკართან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შევამჩნიეთ, ამ ჩვენ ახალგაჩენილ მეგობრებს რაღაცაზე ეჩხუბებოდნენ .
საღამოს მოგვშივდა, სახლში რომ ვბრუნდებოდით, შორიდან ჩხუბის ხმა მოგვესმა, მათკენ გავეშურეთ.
აღმოჩნდა, რომ წინა ღამეს, იმ იდიოტებს, ეზოში ჯვარზე ჩამოცმული ფიტული, სიმღერების და ცეკვების თანხლებით დაუწვამთ .ბუნებრივია, ადგილობრივებს ეს ყველაფერი ძალიან არ მოეწონათ, მთელი დღე არკვევდნენ რაღაცას, ბოლოს თოფებით მიუცვივდნენ და დასახლებიდან გაყრა დაუპირეს. ერთი-ორს კარგად მოხვდა კიდევაც. რა უნდა ექნათ საწყალ მეტალისტებს? აიბარგნენ და გავიდნენ, ჩვენ ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდით. დაღამდა. ჩვენი ორი გოგო და ორი ბიჭი მეგობარი თან გაყვნენ, რატომ - ჩემთვის დღემდე გაუგებარია :დ

იმ საღამოს  პატარა აივანზე ვისხედით,   სანთლის შუქზე კარტს ვთამაშობდით და უცებ დავინახე , რომ აღმოსავლეთისკენ  ცა განათდა,  წითლად, თავიდან ვიფიქრე, მზეა, მერე მივხვდი, რომ აღმოსავლეთი იყო, მოკლედ, დავიკიდე.
ცოტახანში შევედით, კარი გამოვქეტეთ (!) და დასაძინებლად გავემზადეთ. დავწექით, იდიოტურ ანეკდოტებს ვუყვებოდით ერთმანეთს, შეუმჩნევლად დაგვეძინა.
არ ვიცი,იმის მერე რამდენი ხანი გავიდა...  ხმაურმა გამაღვიძა. მეორე ოთახში წყლით სავსე 'კანისტრა' გვედგა. აშკარად ეგ დაეთხლიშა იატაკზე. მეგობარსაც გაეღვიძა, მეკითხება, რას დაბოდიალობ და ხმაურობო. მე ვწევარ, არ ავმდგარვარ-მეთქი. კარგიო, ალბათ ცუდად იდგაო. ნუ, ისევ დავწექი. ცოტახანში ისევ ის ხმაური მომესმა, შემეშინდა და წამოვხტი, კანისტრა დავარდა, მერე ადგა და ისევ დავარდა მეთქი? მეგობარმა შეშინებული ხმით მითხრა - გაიხედეო. რა თქმა უნდა, კარის გაღებას არც ვაპირებდი, ასე წამომსხდრები ვიყავით 5 წუთი. უცებ  ისეთი ქარი ამოვარდა, რომ სახლმა ზანზარი დაიწყო.  ფარნები და ნავთის ლამპა ავანთეთ, ვსხედვართ და  ერთმანეთს შევყურებთ... ის კანისტრა წუთში ერთხელ ბრახუნობს :(
ცოტა ხანში ტყიდან მოისმა ხმა, ვიღაც მღეროდა. რა თქმა უნდა, დაძინებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ვკანკალებდით, შიშისგან ვიფსამდით, მაგრამ რა უნდა გვექნა, იქ ტელეფონებიც არ იჭერდა  (კლასიკურად). 
ერთი საათის განმავლობაში ამ ყველაფერს შემოემატა ნაბიჯების ხმა, კარებზე ჩხაკუნი, ტირილი, ღნავილი და კიდე არ ვიცი რა. ჩვენი ოთახის კარს პერიოდულად უკაკუნებდნენ და იცინოდნენ... არ მახსოვს, როგორ გადავიტანეთ ეს ყველაფერი. რომ გათენდა და ჩაწყნარდა, გავბედეთ გასვლა. ყველაფერი ამოტრიალებული იყო: ჭურჭელი, ნივთები. კანისტრაც ეგდო იატაკზე, წყალდაცლილი.
ის სახლი :) არა და მზის შუქზე რა სხვანაირია :დ

მოკლედ რომ მოვყვე, იმ წუთშივე თავქუდმოგლეჯილები გამოვიქეცით, 14 კილომეტრი მივრბოდით, სანამ მარშრუტკაში ჩავსხდებოდით.  გზაში ერთმანეთთან არ გვისაუბრია, თბილისში რომ დავბრუნდით, უსიტყვოდ წავედით სახლებში.
რამდენიმე დღეში მივაკითხეთ იმ პირველად ჩასულ მეგობრებს, მაინც, პატარა იმედი გვქონდა, რომ ამათი მოწყობილი იყო ეს ყველაფერი, შურისძიების მიზნად. იმათგან გავიგეთ, რომ მეტალისტებთან ერთად ღამე გაჩერდნენ ტყეში დილამდე, დაანთეს კოცონი და ჩაატარეს რაღაც რიტუალი, რომლის დანიშნულება ამათთვის უცნობი იყო. მაგრამ ერთი რა, ახსენეს - რიტუალის ჩატარების დროს ერთ-ერთი "ლიდერი" შებრუნენული იყო დასახლებისკენ და ხელებიდან გამოსდიოდა წითელი სხივები ;)

აბა, სანიტარებს დაუძახეთ, მოვრჩი! :დ

2 comments:

  1. კიდესაც დავწერ, მერე :დ

    ReplyDelete