Tuesday, June 29, 2010

გამარჯობა, საჭმლის სტილისტი მინდოდა...

დღესდღეობით მარტოხელა ადამიანების თითქმის 90% და ოჯახების 50%-მდე  ნახევარფაბრიკატებს მიირთმევს. ძალიან მოსახერხებელია - 5 წუთი მიკროტალღოვან ღუმელში და მზადაა!
შეფუთვაზე ნახევარფაბრიკატები  ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, სინამდვილეში - კატლეტს უსვია თმის ლაკი, მიუსლი წებოში ტივტივებს, ხორცი შეღებილია იოდით, ლუდის რეკლამაში სარეცხი ფხვნილის ქაფია და ა.შ.

ქვემოთ მოყვანილი სურათები აღებულია საიტიდან pundo3000.com, რომელმაც  მშვენიერი კოლექცია შეაგროვა.

Sunday, June 20, 2010

bleh

No tears, please. It's a waste of good suffering.© Pinhead

ე.ი., ამ დღეებში Hellraiser-ის ყველა ნაწილს ვუყურე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიქველები არ ვარგა (გარდა რამდენიმე გამონაკლისის). 1-4 ნაწილები კიდე არაუშავდა, მაგრამ, შემდეგ რაღაც მოწყენილობაა და ჩემი ფავორიტი Pinhead-ი სულ 2-3 წუთით ჩნდება ეკრანზე.
საინტერესო ფილმებიც რაღაც აღარ გამოდის თუ მე ვერ ვპოულობ, ვერ გავიგე :|
სტივენ კინგს დავუბრუნდები, ალბათ. გუშინ Pet Sematary(sic!)-მ გამისწორა :P

ვემზადები ნელ-ნელა ნიცაში წასასვლელად, მაგრამ, რაღაც ამინდი ვერ არის კარგად იქ, წაილეკა Côte d'Azur-ი :| მამენტ მკიდია, დღის განმავლობაში კონეფერენციაა და საღამოს რაღა დროს პლიაჟი იქნება.


წავედი ახლა მე ნიტო მაკდონალდსში ნიტო სახინკლეში.