Sunday, September 5, 2010

Bugcrush (2006) - ხოჭოს ჭყლეტა?

სკოტ ტრელევენის მოთხრობის მიხედვით გადაღებული უცნაური, გამაღიზიანებელი და საზიზღარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მაგრამ - ატმოსფერო და მსახიობები ძალიან მომეწონა.
ჯასტ - ზოგი ხოჭოებში, უფრო სწორედ მუხლუხებში, მეტაფორას ხედავს.
მოთხრობა იყო შესული კრებულში Queer Fear II, გამოცემული 2003 წელს. კრებულში შედის გეი საშინელებათა ჟანრის მოთხრობები :D (ვის მოუვიდა თავში ნეტა?)
მოკლედ, უყურეთ და რა ვიცი. ალბათ, არ მოგეწონებათ :)

ენა: ინგლისური
სუბტიტრები: რუსული

გადმოქაჩვა:

Bugcrush (2006)

სუბტიტრები








ტრაილერი:


P.S. - ზუსტად როგორ ვთარგმნო ფილმის სათაური არც კი ვიცი :) დამეხმარეთ

Friday, August 20, 2010

Ayakashi: Japanese Classic Horror - სიყვარული, ღალატი, მისტიკა და სიკვდილი

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ანიმე სერიალი Ayakashi: Japanese Classic Horror (აიაკაში - მოჩვენება, აჩრდილი). იციან იაპონელებმა, როგორ უნდა დემონების, ღვთაებების და მსგავსი რაღაცების წარმოდგენა. იაპონელებს აქვთ ამ არსებების ძალიან განვითარებული და დაწვრილებითი კლასიფიკაცია.
სერიალი დაყოფილია ნაწილებად - სამ ე.წ. "არკად".  

პირველი არკა მოგვითხრობს სიყვარულზე, ეგოიზმზე, შურსა და მკვლელობაზე. მოკლული ქალის შურისძიების წყურვილით განრისხებული სული დასდევს მკვლელებს გამარჯვებამდე, რომელიც მათთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.


მეორე არკაში ვიხილავთ ისტორიას სიყვარულზე, ყოვლისშემძლეზე და ზეციურზე. და, რა თქმა უნდა, თავგანწირვაზე.


მესამე არკა უფრო მძაფრსიუჟეტიანი და სანახაობრივია - საკმაოდ საინტერესო და ლამაზი გრაფიკული გადაწყვეტა დინამიურად ეზავება თითქმის დეტექტიურ სიუჟეტს.



ასევე, ზოგ ეპიზოდს მოჰყვება შესაბამისი მოვლენების და პერიოდის გლოსარიუმი pdf ფორმატში.

სერიალის აუდიოტრეკი ორიგინალურია, სუბტიტრები კი ინგლისურ ენაზე.

Video: MPEG4 Video (H264) 640x480 23.98fps [Video]
Audio: Vorbis 48000Hz stereo [Audio] [Jap]
Subtitle: Advanced SubStation Alpha [Subtitle]



გადმოსაწერი ბმულები:
არკა პირველი: Yotsuya Ghost Story
01. Yotsuya Ghost Story - Part 1
02. Yotsuya Ghost Story - Part 2
03. Yotsuya Ghost Story - Part 3
04. Yotsuya Ghost Story - Part 4

არკა მეორე: The Legend of Tenshu
05. The Legend of Tenshu - Part 1
06. The Legend of Tenshu - Part 2
07. The Legend of Tenshu - Part 3
08. The Legend of Tenshu - Part 4

არკა მესამე: Bakeneko
09. Bakeneko - Part 1
10. Bakeneko - Part 2
11. Bakeneko - Part 3

PDF ცნობები

P.S. - სერიალის opening

 

P.P.S. - რომელიმე მომდევნო პოსტში დავდებ მესამე არკის 12 ეპიზოდიან გაგრძელებას :)

Enjoy.

Ju-on/The grudge (2004)

მოკლედ, ამ ფილმის იაპონური (ორიგინალი) ვერსია ძნელი საშოვნელია ქართულ ნეტში და მინდა გაგიზიაროთ :)




ესეც ლინკი: Ju-On (2004)

Sweet Nightmares

Wednesday, July 21, 2010

იაპონური რეკლამა

არავისთვის აღარაა სიახლე, რომ იაპონელები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, კრეატიული და, იმჰო, გენიალური ხალხია. ცალკე გამოსაყოფია მათი სატელევიზიო რეკლამა, როგორც კრეატივის ნიმუში. იხილეთ კრებული :დ

ნამცხვარი




Tuesday, June 29, 2010

გამარჯობა, საჭმლის სტილისტი მინდოდა...

დღესდღეობით მარტოხელა ადამიანების თითქმის 90% და ოჯახების 50%-მდე  ნახევარფაბრიკატებს მიირთმევს. ძალიან მოსახერხებელია - 5 წუთი მიკროტალღოვან ღუმელში და მზადაა!
შეფუთვაზე ნახევარფაბრიკატები  ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, სინამდვილეში - კატლეტს უსვია თმის ლაკი, მიუსლი წებოში ტივტივებს, ხორცი შეღებილია იოდით, ლუდის რეკლამაში სარეცხი ფხვნილის ქაფია და ა.შ.

ქვემოთ მოყვანილი სურათები აღებულია საიტიდან pundo3000.com, რომელმაც  მშვენიერი კოლექცია შეაგროვა.

Sunday, June 20, 2010

bleh

No tears, please. It's a waste of good suffering.© Pinhead

ე.ი., ამ დღეებში Hellraiser-ის ყველა ნაწილს ვუყურე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიქველები არ ვარგა (გარდა რამდენიმე გამონაკლისის). 1-4 ნაწილები კიდე არაუშავდა, მაგრამ, შემდეგ რაღაც მოწყენილობაა და ჩემი ფავორიტი Pinhead-ი სულ 2-3 წუთით ჩნდება ეკრანზე.
საინტერესო ფილმებიც რაღაც აღარ გამოდის თუ მე ვერ ვპოულობ, ვერ გავიგე :|
სტივენ კინგს დავუბრუნდები, ალბათ. გუშინ Pet Sematary(sic!)-მ გამისწორა :P

ვემზადები ნელ-ნელა ნიცაში წასასვლელად, მაგრამ, რაღაც ამინდი ვერ არის კარგად იქ, წაილეკა Côte d'Azur-ი :| მამენტ მკიდია, დღის განმავლობაში კონეფერენციაა და საღამოს რაღა დროს პლიაჟი იქნება.


წავედი ახლა მე ნიტო მაკდონალდსში ნიტო სახინკლეში.

Friday, April 2, 2010

Single-topic blogs

ბლოგების და მედია-შერინგის ვებ-გვერდების ბევრ სახეობას შორის არსებობს single-topic ბლოგები და გვერდები, რომლებიც ეძღვნება რომელიმე კონკრეტულ თემას. ზოგის თემატიკა ნამდვლიად გასაოცარია. რამდენიმე მაგალითის მოყვანა მინდა:

უადგილო ერექცია :)
http://www.awkwardboners.com/

ნუ, შეიძლება მთლად უადგილოც არ იყოს ზოგ შემთხვევაში :D

Tuesday, March 30, 2010

Luxochronology

ქჰმ.
შევადარე 1983 და ბოლო :ტან:
მაგარი დაულაგებელი პოსტია,  გავწვალდი და დავიკიდე

1983

ეს ვააბშე არ მახსოვს

















Monday, March 29, 2010

ახალი ინტერნეტ მემი - OMG Cat

26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს :))
რა დაინახა ამ კატამ - გაურკვეველი რჩება




რა თქმა უნდა, ბევრი პაროდია გააკეთეს ამ ვიდეოზე, ყველაზე პოპულარული ესაა:

Sunday, March 7, 2010

Signs

რატომ აღმოვაჩინე მხოლოდ დღეს ეს ვიდეო? <3 აი  ლავ ით

Thursday, February 11, 2010

Dreamcatcher

დღეს მივიღე, როგორც იქნა :)

საყვარელია.
ოჯიბვას ხალხს სწამთ, რომ სიზმრებს აკონტროლებს იჭერს - ცენტრში გადის სიზმრები, და ეს საოცრება ცუდ სიზმრებს იჭერს.
იმედია, დაიჭერს და აწი რაღაც ხრენოწენი აღარ დამესიზმრება.

Sunday, January 3, 2010

ბლოგსპოტს კატები დაემატა!!! უაშააა :))

ანუ cut-ები :))
ვინც არ იცის - Settings>Basic, ქვემოთ იქნება Select post editor, მონიშნეთ Updated editor და ეგაა =)

და მერე, პოსტის წერისას, სადაც გინდათ რომ cut-ი იყოს ამ ღილაკს მიათხლიშეთ: