Monday, August 8, 2011

გახდომის 10 დღე - დღე 1

ორშაფათი. დილით, როგორც ყოველთვის, თავი ძლივს ავწიე, სამახურში მივედი, ყავა ჩავისხი, მაცივრიდან გამოვიღე ბარяმბოს ესკიმო და პირში ჩავიდე, პარალელურად ვათვალიერედბი ჩემი დის ქორწილის სურათებს, რომელშიც შაბათს ვიქეიფეთ. ერთ-ერთ სურათში ვზივარ, აი, ნუ, დედა ღორი. ნაყინი ჩავაგდე ნაგვის ურნაში, ყავას უშაქროდ ვსვამ, მადლობა ზეცას.
დავიგრუზე, დავითრგუნე და დავიბოღმე ყველა ჩემ გამხდარ თანამშრომელზე.

გამახსენდა, რომ აიპოდში მაქვს აპლიკაცია - პედომეტრი, რომელიც ითვლის ნაბიჯებს, დამწვარ კალორიებს, დისტანციას და ა.შ. ჰოდა აქ გადავწყვიტე რამე მეღონა ჩემ ფორმებთან დაკავშირებით.

Here goes nothing - 10 დღე საცდელი პერიოდი. სხვათაშორის, აიპოდის აპლიკაცია ნაიკის მხარდაჭერითაა შექმნილი, შედეგები და სტატისტიკა თავსდება ნაიკისვე საიტზე, ყველაფერი გრაფიკულად, ლამაზად და გასაგებად არის ასახული.
ამავე საიტზე არის რჩევები დონეების მიხედვით - დამწყები, საშუალო, ექპერტი და ეტ სეტერა.
მოკლედ და კონკრეტულად.

დღე 1.
მენიუ: ყავა,  სალათა კიტრი/პომიდორი, 1 მჭადი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა, მწვანე ჩაი, წყალი, წყალი, წყალი, საზამთრო.  დღეს კიდევ ერთ ჩაის ვაპირებ :)
ვარჯიში: 20 წუთი ჯოგინგი/სწრაფი სიარული, 1147 ნაბიჯი, 64 კკალ (რა ცოტაა, ბლია :(

ჰოო, ვინაიდან სასწორი მე არ მაქვს, ხვალ ავიწონი სადმე და ციფრებშიც მეცოდინება ეს ყველაფერი.

წარმატებებს მისურვებთ, მესმის, მადლობა :დ

7 comments:

  1. წარმატებები :)

    ReplyDelete
  2. Anonymous8/08/2011

    პირველად ვარ შენს ბლოგზე :D

    აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ.

    რაც მთავარია ცოტა და ხშირად მიირთვი, ეცადე მაინც :)

    მე ამ მხრივ რაღაც რეჟიმში ჩავჯექი :)

    ReplyDelete
  3. Anonymous8/08/2011

    წარმატებები ლუქს!
    და ყველა დღეზე აქ რომ დაწერ, იქნებ სტიმულიც იყოს :) ჩვენ წავიკითხავთ და გაგამხნევებთ ;)

    ReplyDelete
  4. გმადლობთ, მეგობრებო :ცრემლი: :დ

    ReplyDelete
  5. Anonymous8/09/2011

    დაწყება მშვენიალურია, დამთავრება შედეგიანი იქნება :))))))


    პ.ს ლუქს,გინდა სასწორი?

    ReplyDelete
  6. მინდა სასწორი, კეთილო ანონიმუსო :)))

    ReplyDelete
  7. ვახ ჩემეეე : ) შენ აღარ ხუმრობ ხო ლუხ? ^^

    ReplyDelete