Sunday, December 27, 2009

:ეჭვ:

ვიცი, რომ არ არის კარგი... ვიცი, რომ გამაღიზიანებელია... ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ, რა ვქნა, ეგრევე ტვინში სისხლი და თავს ვერ ვიკავებ, ტყუილად კი არ ეძახიან მწვანეთვალება ურჩხულს, ნამდვილად ურჩხულია, რომელიც ხან შეგერჭობა სულში შხამიანი ეკალით და ნელ-ნელა გჭამს, ხან კიდე გაიელვებს თავში და გონებას გიბნელებს.

პატიებას გთხოვ :mo:

Tuesday, November 24, 2009

:S

ვნერვიულობ, ბლია ბუდუ :)
არადა, ვიცი, რომ ყველაფერი გამოუვა, თან კარგად

Sunday, October 25, 2009

:@

ვერაფერს ვერ ვიგებ, ალბათ არაა ჩემთვის ეს გადატანითი გამონათქვამები და ჰიპერბოლები.
სისხლი ამივარდა ტვინში.

ალბათ ისეთი არაფერი, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ და მოვკვდები ახლა ბლინ.
და პოსტფაქტუმ აღარ გამაგებინო ეგეთი რაღაცეები, თან შემზადებით :@

Monday, October 12, 2009

და ისევ დურაკული ორშაბათი გამომდინარე პოხონდრიებით

რა თქმა უნდა, ორშაბათია. ამ ორმა დღემ ისე სწრაფად ჩაიარა, რომ ვერც მოვასწარი ვერაფერი წესიერად :( ჯანდაბა. მგონია, რომ ვერასოდეს მოვასწრებ იმის გაკეთებას, რაც მე მინდა :შ
სამსახური დროს ტრაკით ჭამს რა, კოშმარია რაღაც, თან საშინელ ტემპში, დავბერდი ბლიად. როდის უნდა მოვახერხო ყველაფერი? შვებულების 24 დღეში? ტფუუუ.
მოკლედ რა, რა იდიოტური რაღაცაა, პირიქით უნდა იყოს - სანამ ახალგაზრდა ხარ და გიხარია ცხოვრება - უნდა მოგცენ ფულები, რომ რაც გინდა ის აკეთო. და იმუშავო, რომ დაბერდები და არავის აინტერესებ .
ჰაჰა.

Sunday, October 11, 2009

მომთვრალო პოსტი

მიყვარს, ძალიან, უზომოდ, ჭკუიდან გადადგომამდე.
რა ვქნა :( სხვანაირად სიყვარული არ ვიცი. არადა ხომ შეიძლება (ალბათ) რომ ადამიანს მობეზრდეს ყველა და ყველაფერი გარშემო, ცუდ ხასიათზე დადგეს სულ სხვა რაღაცის გამო, მე კი ყველაფერში ჩემს დანაშაულს ვეძებ და მერე თავს ვგრძნობ უკანასკნელ ნაძირალად. მგონია, რომ მე გავუფუჭე ხასიათი, ჩემს გამო არის ასე, ამაში, ალბათ, რაღაც opinionated მომენტია, ფიქრობ, რომ ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს, არადა არ არის ასე და უნდა მოჯდე რა :|
იტოგში, რა მეშველება :E
Everything and anything for U, my love.
ღმერთო, ურო ჩამცხე.

Saturday, September 26, 2009

სილ'ამაზე

რა ლამაზია, რა ლამაზია და რა მაგარია...
რატომ? საიდან?
ჰოდა
როგორ ხდება ისე, რომ ლამაზად ითვლება ასეთი თუ ისეთი სხეული, სახე, და კიდევ რა ვიცი რა :P
რაღაც ძირიათადი პრინციპებიდან გამომდინარე ხომ ვაფასებთ, არა?
და საიდან? საზოგადოება გვაჩვევს წლების განმავლობაში სილამაზის აღქმის "სისტემას" თუ ეს ხდება ქვეცნობიერ, დაჟე გენეტიკურ დონეზე?
-ამ გოგოს რა ლამაზი, გრძელი ფეხები აქვს...
-ამ ბიჭს რა მხრები აქვს, იფ-იფ


აი რატომ, საიდან მოაქვთ, რომ გოგოს მაინც და მაინც გრძელი და სწორი ფეხები უნდა ქონდეს, რაც, თავისთავად, ლამაზია :D
მოგრეხილი ფეხები რატომ არაა ლამაზი? ჰა?
მე თავის დროზე მქონდა ამაზე საკურსო დაწერილი, რომელშიც გამოვხატე ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით...
თქვენი მაინტერესებს.
გადავდოთ ყველანაირი "შარმი" და რამე, სუფთა ფიზიოლოგიურ პონტს ვგულისხმობ რა.
მადლ'ობა ძვირფასი :)

Monday, August 31, 2009

ბლიად

აი ხომ ვიცი, რომ ნაგავია.
ხომ ვიცი, რომ არ ღირს არანაირად, ჩემი ნერვიული შეტევების ღირსია?
სად ტრაკში მქონდა თვალები ამდენიხანი, რატომ ვერ ვხედავდი იმ ყველაფერს... ცინიზმით, სარკაზმით, ბოღმით და ნაგვით სავსე ტომარა.
ნიჩო, იმედია გამივლის და აღარ მექნება რეაქცია დაცინვებზე და დამცირების მცდელობებზე. თუმცა და ამას ეძახის ”პირდაპირობას”. შეჩემა, უტაქტობის, სიგოიმის და იაფფასიანობის ნიშანია, პირდაპირობა კი არა. ხტფუი, გარბიჯ.

მე კიდე ჩემი პატარა მზე მინათებს...
ანათებს და ეს სიბნელე უკან იწევა, ვერ უძლებს. ძალიან მაგარი მზე მყავს.
და მიყვარს.



Monday, February 16, 2009

Monday, January 19, 2009